07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ვლადიმირ პუტინმა 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო იტარტასი ავრცელებს.

„ხვალ რუსეთში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდება,“ - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით დეტალური გამოძიება ჩატარდება, მან დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა და მხარდაჭერას დაპირდა.

„მთავრობას დავალებული აქვს სპეციალური კომისიის შექმნა, რომელსაც ტრანსპორტის მინისტრი უხელმძღვანელებს. ჩატარდება დეტალური გამოძიება, რომელიც კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს,“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

თვითმფრინავი, რომელსაც სამხედროები, მედიის წარმომადგენლები და ანსამბლის წევრები ავიაბაზა ხმეიმიმზე უნდა გადაეყვანა, რადარებიდან 05:40-ზე გაქრა. ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავში ასევე თავდაცვის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დირექტორი და ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები