07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
სოჭთან მომხდარ ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამთენიისას სოჭთან მომხდარ ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა.

შავ ზღვაში სამაშველო ოპერაცია 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა თვითმფრინავის ფრაგმენტები და უკვე 12 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.

ვლადიმერ პუტინმა დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა. ტუ 154, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, სოჭში საწვავის ჩასამატებლად ჩაფრინდა, საიდანაც სირიის მიმართულებით მიფრინავდა.

ოფიციალური პირების ნაწილი ტერაქტს გამორიცხავს და გამოძიება თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის საკითხს იკვლევს. როგორც ცნობილია, ტუ 154 ბოლოს 2014 წელს შეაკეთეს.

„სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მოქალაქეების ოჯახის წევრებს, რომელიც შავ ზღვაში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. მთავრობას დავალებული აქვს სპეციალური კომისიის შემქნა, რომელსაც ტრანსპორტის მინისტრი უხელმძღვანელებს. ჩატარდება დეტალური გამოძიება, რომელიც კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს,“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

პრეზიდენტის დავალებით სოჭის აეროპორტში საგანგებო შტაბი შეიქმნა, სადაც დაღუპულთა ნათესავები ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას დაელოდებიან.

ავტორი: თეა თეთრაშვილი

დღის ამბები