07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
50 000 ევაკუირებული - აუგსბურგში 1944 წელს ჩამოვარდნილი ბომბის გაუვნებელყოფა მიმდინარეობს

გერმანიის ქალაქ აუგსბურგიდან დღეს 50 000-ზე მეტი მაცხოვრებელია ევაკუირებული, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.  ბომბის გაუვნებელყოფა, რომელიც ქალაქში მეორე მსოფლიო ომის დროს არ აფეთქდა, ახლა უნდა მოხდეს.

ომის დასრულების შემდეგ ეს ქვეყნისთვის ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია იყო.

1,8 ტონიანი ბრიტანული ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ 1944 წლის რეიდის დროს ჩამოვარდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ევაკუაციისთვის მათ საშბაო დღე იმიტომ აარჩიეს, რადგან ამ დროს პროცესი ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ჩვეულებრივ სამუშაო დღეს.

ბომბი სამშენებლო სამუშაოების დროს, სამშაბათს აღმოაჩინეს.

გერმანიის პოლიციის განცხადებით, მათ არ იციან რა დრო დასჭირდება ბომბის გაუნებელყოფას.

დღის ამბები