07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
53 წლის ასაკში ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

53 წლის ასაკში ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა. არა ერთი ჯილდოს მფლობელი ვარსკვლავი ლონდონში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა. მიზეზი ამ დრომდე არ ხმაურდება.

პოლიცია გარდაცვალებას მოულოდნელ ფაქტს უწოდებს, თუმცა საეჭვო გარემოებას გამორიცხავს. ჯორჯ მაიკლის ოჯახი პრესას სთხოვს, გაგებით მოეკიდონ მათთვის უმძიმეს და ემოციურ პერიოდს.

ბრიტანელი მომღერლის გარდაცვალებას სხვა ვარსკვლავები სოციალური ქსელებით გამოეხმაურნენ და მწუხარება გამოხატეს.

დღის ამბები