07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
სამგზავრო თვითმფრინავი "შერემეტევოს" აეროპორტში ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავის ავარიული დაშვება განხორციელდა მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში. ავია ლაინერი, რომელიც მოსკოვიდან დრეზდენის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან 20 წუთში კვლავ უკან დაბრუნდა. მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

მგზავრები აცხადებენ, რომ მგზავრობისას მათ თვითმფრინავის უჩვეული ხმაური ესმოდათ.

საბოლოოდ ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ბორტი აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა.

დღის ამბები