07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
ჯორჯ მაიკლი სავარაუდოდ გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა

პოპ ვარსკვლავ ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზის შესახებ პირველი ვერსია ვრცელდება. ბრიტანულ მედიასთან კომენტარში მისმა მენეჯერმა განაცხადა, რომ 53 წლის მომღერალი სავარაუდოდ, გულის პრობლემებით გარდაიცვალა.

პოლიცია გარდაცვალებას მოულოდნელ ფაქტს უწოდებს, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოებას გამორიცხავს.

მომღერალი საკუთარ სახლში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოჯახი პრესას სთხოვს, რომ გაგებით მოეკიდონ მათთვის უმძიმეს და ემოციურ პერიოდს.

ბრიტანელი მომღერლის გარდაცვალებას სხვა ვარსკვლავები სოციალური ქსელებით გამოეხმაურნენ და მწუხარება გამოხატეს.

დღის ამბები