07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
გაეროს რეზოლუციის გამო ისრაელმა უცხოელ დიპლომატებს ახსნა განმარტება მოსთხოვა

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოელ დიპლომატებს ახსნა განმარტება მოსთხოვა. უწყებაში 10 ქვეყნის ელჩი დაიბარეს, შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს კი პირადად ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა.

ისრაელის ხელისუფლების განსაკუთრებული გაღიზიანება იმან გამოწვია, რომ რეზოლუციის მიღების დროს შეერთებული შტატების წარმომადგენელმა თავი შეიკავა, როდესაც წარსულში ანალოგიურ შემთხვევებში ამერიკული მხარე ყოველთვის ვეტოს უფლებას იყენებდა.

დოკუმენტი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობას გმობს.  

დღის ამბები