07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას გადაწყვეტილებების 70 პროცენტის გაუქმებას აპირებს

დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას გადაწყვეტილებების 70 პროცენტის გაუქმებას აპირებს. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის მოკავშირე ნიუტ გინგრიჩმა ტელეკომპანია Fox news-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

კონგრესის ყოფილი სპიკერის თქმით, ობამას დადგენილებების უმეტესობა ინაუგურაციის ცერემონიის დასრულებისთანავე გაუქმდება, რადგან გინგრიჩის შეფასებით, ქვეყნის მოქმედი ლიდერი ბოლო პერიოდში გადაწყვეტილებების მისი შემცვლელის ჯობრზე იღებს.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 20 იანვრიდან შეუდგება. 

დღის ამბები