07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
ცნობა ბომბის არსებობის შესახებ - მოსკოვის რკინიგზის სადგურებში განგაში გამოცხადდა

მოსკოვის რკინიგზის სადგურებში განგაში გამოცხადდა. ანონიმმა პოლიციას ქალაქის სამ სადგურში ბომბის არსებობის შესახებ აცნობა. სამივე სადგურიდან 3 ათასი მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.

რუსული სააგენტოების ცნობით ყაზანის, ლენინგრადისა და იაროსლავის სადგურებში კინოლოგთა ჯგუფები გაგზავნეს.

მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ საეჭვო პაკეტის აღმოჩენის გამო ევაკუაცია განხორციელდა სტარბაქსის კაფედანაც. თუმცა, მომხდარის დეტალები უცნობია.

დღის ამბები