07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ფილიპინების დედაქალაქს ტაიფუნი უახლოვდება

ფილიპინების დედაქალაქს ტაიფუნი უახლოვდება. ვარაუდობენ, რომ ძლიერი შტორმი მანილას დღის მეორე ნახევარში გადაუვლის. სამაშველო სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე 140 კილომეტრს აღწევს. თავდაპირველად ძლიერი ტაიფუნი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს, რის შემდეგაც შედარებით შესუსტდა.

შტორმის შედეგად ალბაის პროვინციაში 3 ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.

დღის ამბები