09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
NATO სამხედრო აქტივობას ზრდის

„ნატოს თავის ჯარს განალაგებს ყველგან, სადაც მოესურვება,“ - ამის შესახებ პოლონეთში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, უკრაინის კრიზისის ფონზე, თავის სამხედრო აქტივობას ზრდის. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მომავალი წლიდან ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაც იგეგმება.

„ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას სწრაფი რეაგირების ძალების თაობაზე, თუმცა ამის გარეშეც ალიანსს უძლიერესი ჯარი ჰყავს. მისი განთავსება ჩვენ შეგვიძლია ყველგან, სადაც მოგვესურვება,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა ერთ-ერთი პოლონური არხის ეთერში.

ნორვეგიის ყოფილმა პრემიერმა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა 1 ოქტომბერს დაიკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები