07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
შავ ზღვაში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის შავი ყუთი ნაპოვნია

შავ ზღვაში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის შავი ყუთი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა. ბორტის ჩანაწერებს ხმელეთზე გადაიტანენ, სადაც მისი შესწავლა მოხდება.

გამოძიება ორ ვერსიაზე - პილოტის შეცდომასა და ტექნიკურ გაუმართაობაზე მუშაობს. რუსული მედია ერთი თვითმხილველის ჩვენების შესახებ წერს, რომლის ინფორმაციითაც, თვითმფრინავი უჩვეულოდ დაბლა მოფრინავდა, რაც შესაძლოა პილოტის შეცდომაზე მიუთითებდეს.

ბოლო მონაცემებით, სამაშველო ოპერაციის დროს წყლიდან 12 ცხედარი ამოიყვანეს. აქედან მხოლოდ 1 გარდაცვლილის ამოცნობა მოხდა. ბორტზე სულ 92 ადამიანი იმყოფებოდა.

დღის ამბები