07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
დიპლომატიური დემარში - ისრაელი 12 ქვეყანას გაეროს რეზოლუციის გამო დაუპირისპირდა

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებთან სამუშაო კავშირების დროებით შეჩერების დავალება მისცა. ამის მიზეზი კი გაეროს უშიშროების საბჭოზე გასულ კვირაში მიღებული რეზოლუცია გახდა, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე დასახლებებს უკანონოდ აცხადებს.

ნეთანიაჰუს დავალებით დიპლომატიური კონტაქტები 12 ქვეყანასთან შეჩერდება, მათ შორის არის უკრაინა, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და ეგვიპტე.

ამ ქვეყნებს შორის არ მოხვდა შეერთებული შტატები, რომელმაც უშიშროების საბჭოზე კენჭისყრის დროს თავი შეიკავა. შედეგად, რეზოლუციის მიღება შესაძლებელი გახადა.

დღის ამბები