07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
შეერთებულ შტატებში დიდთოვლობაა

შეერთებულ შტატებში დიდთოვლობაა. ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას შტატში ყინვის გამო ავტო მაგისტრალები დაიხურა. ქარბუქისა და მოყინული გზების გამო ხელისუფლებამ მოსახლეობას საშობაოდ შინ დარჩენა ურჩია.

ტემპერატურა ქვეყნის ამ ნაწილზე -9 გრადუსამდე დაეცა. ქარბუქმა კი შტატის ნაწილში ელექტრო გადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.

მეტეოროლოგების პროგნოზით, დაბალი ტემპერატურა დღეს და ხვალ შენარჩუნდება.

დღის ამბები