07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ობამამ ჰავაიში სამხედროებს შობის დღესასწაული მიულოცა

საშობაოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ჰავაიში მდებარე სამხედრო ბაზაზე მივიდა. ბარაკ ობამამ სამხედროებს დღესასწაული მიულოცა.

მისი თქმით, ამერიკული არმიის მთავარსარდლობა ამ წლების განმავლობაში მისთვის დიდი პატივი იყო.

ობამების ოჯახი შობის დღესასწაულს წელსაც პრეზიდენტის მშობლიურ შტატში შეხვდა. ეს პრეზიდენტის რანგში ობამას ბოლო საშობაო შვებულებაა.

დღის ამბები