07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა - დაშავდა 15 მგზავრი

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. ინციდენტი გოას აეროპორტში მოხდა.

ლაინერი აფრენას აპირებდა, თუმცა ბილიკზე მოცურდა და მინდორში გაჩერებამდე 360 გრადუსიანი ბრუნი გააკეთა. დაშავდა ბორტზე მყოფი 15 მგზავრი. ისინი თვითმფრინავიდან მაშველებმა გაიყვანეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ავარიის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა, რომელიც ლაინერს მოულოდნელად შეექმნა.

დღის ამბები