07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
დონალდ ტრამპი გაეროს აკრიტიკებს და "გასართობ კლუბს" უწოდებს

გაერო არის კლუბი, სადაც ადამიანები ერთმანეთის შესახვედრად და კარგი დროის გასატარებლად იკრიბებიან - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ტვიტერის საშუალებით გააკრიტიკა.

მისი თქმით, გაერო უდიდესი პოტენციალის მქონე ორგანიზაციაა, თუმცა მისი გამოყენება სამწუხაროდ არ ხდება.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ 20 იანვრის შემდეგ - მას შემდეგ რაც ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დაიწყებს - ამერიკის გაეროსთან დამოკიდებულება შეიცვლება.

დღის ამბები