07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
საეჭვო ნივთი შენობის მისაღებში -ტრამპ-თაუერში ევაკუაცია განხორციელდა 

ნიუ-იორკელმა სამართალდამცველებმა ტრამპ-თაუერის ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.

უშიშროების უკიდურესი ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც შენობის მისაღებში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს.

პოლიციამ ტურისტებსა და პერსონალს შენობის სასწრაფო დატოვება მოსთხოვა და ახლომდებარე ტერიტორიის იზოლირება მოახდინა.

შემთხვევის ადგილზე გამნაღმველთა ჯგუფი მივიდა, თუმცა საეჭვო შეკვრის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა რომ საფრთხე არ არსებობდა. თავად დონალდ ტრამპი ამ დროს შენობაში არ იმყოფებოდა.

დღის ამბები