07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
5 ათას 386 კილოგრამიანი ბროლის ბურთის მორთვა თითქმის დასრულებულია-ნიუ-იორკში შთამბეჭდავი სანახაობისთვის ემზადებიან

ნიუ-იორკში შთამბეჭდავი სანახაობისთვის ემზადებიან. ახალი წლის მთავარი სიმბოლოს - 5 ათას 386 კილოგრამიანი ბროლის ბურთის მორთვა თითქმის დასრულებულია.

ორგანიზატორებმა გიგანტურ ბურთს, რომელიც თითქმის 2 ათას 700 ბროლის სამკუთხედითაა გაფორმებული, წელს ახალი დეტალები დაუმატეს.

ბურთს ტრადიციულად პირველი იანვრის პირველივე წუთს თაიმ სკვერზე დაუშვებენ, რასაც ერთი ტონა ფერადი ფურცლის გაფანტვა მოჰყვება.

ახალი წლის ღამეს ნიუ-იორკის თაიმ სკვერზე მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან.

დღის ამბები