07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო აშშ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო შეერთებული შტატები რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს. ვაშინგტონ პოსტის ცნობით, ობამას ადმინისტრაცია საპასუხო ზომების დეტალებზე მუშაობას ასრულებს და, სავარაუდოდ, ამ კვირაში ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო კიბეროპერაციებზე, ეკონომიკურ სანქციებსა და დიპლომატიურ შეზღუდვებზე.

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ კიბერთავდასხმებში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შეტევის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო, რასაც ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები