07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ცნობილი მსახიობი კერი ფიშერი გარდაიცვალა

კინოსამყარო დღეს კერი ფიშერის ხსოვნას მიაგებს პატივს. ცნობილი მსახიობი, რომელმაც მაყურებელს ვარსკვლავურ ომებში შესრულებული პრინცესა ლეას როლით დაამახსოვრა თავი, გვიან ღამით ლოს ანჯელესის კლინიკაში გარდაიცვალა.

60 წლის მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები რამდენიმე დღის წინ შეექმნა. როდესაც ის ლონდონიდან ლოს ანჯელესში მიემგზავრებოდა, მას თვითმფრინავში გულის შეტევა დაემართა.

ექიმების თქმით, კერი ფიშერი ბოლო წუთამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

აგენტის ინფორმაციით, კერი ფიშერი ლოს ანჯელესში მისი ახალი წიგნის სარეკლამო ტურნეს ფარგლებში გაემგზავრა.

დღის ამბები