07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
რუსეთი და თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე შეთანხმდნენ

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმა რუსეთმა და თურქეთმა უკვე შეიმუშავეს. მათი შეთანხმებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბრძოლო მოქმედებები ღამის 12 საათზე უნდა შეწყდეს. საუბარია მხოლოდ სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის მებრძოლებზე.

გარიგება არ ვრცელდება ტერორისტულ დაჯგუფებებზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჩათვლით. ახალი ზავის პირობების შესრულების შემთხვევაში, სირიის რეჟიმი და ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ მოლაპარაკებებს დაიწყებენ, რომელსაც რუსეთი და თურქეთი გაუძღვებიან.

შეხვედრა ყაზახეთის დედაქალაქში, ასტანაში უნდა გაიმართოს.

დღის ამბები