07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ინდოეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა

სარკინიგზო კატასტროფას ინდოეთში მსხვერპლი მოჰყვა. უტარ პრადეშის შტატში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი გადაბრუნდა და მდინარის ხეობაში გადავარდა.

ბოლო ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 45-მდე დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. წინასწარი ვერსიით, კატასტროფა ცუდი ხილვადობის გამო მოხდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქმე ტექნიკურ გაუმართაობას, ან მგზავრების გადაჭარბებულ რაოდენობას ეხებოდეს. მომხდარს სპეციალური კომისია იძიებს, რომელიც ნოემბრის თვეში მომხდარი მსგავსი ავარიის შემდეგ შეიქმნა. მაშინ სარკინიგზო კატასტროფას 143 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები