07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
"თაიმ სკვერზე" ახალი წლის მთავარ სიმბოლოს - ბროლის ბურთს ამონტაჟებენ

ნიუ იორკში შთამბეჭდავი სანახაობისათვის ემზადებიან. თაიმ სკვერზე, ტრადიციულად ახალი წლის მთავარ სიმბოლოს - ბროლის ბურთს ამონტაჟებენ.

საახალწლო შოუს ორგანიზატორებმა ბროლის ბურთს წელს ახალი დეტალები დაუმატეს და კრისტალებით გაფორმებული 2 ათას 700 ფრაგმენტისგან ააგეს. მისი წონა 5 ათას 386 კილოგრამია.

ბროლის ბურთს თაიმ სკვერზე ტრადიციულად პირველი იანვრის პირველივე წუთს დაუშვებენ. მაღალსართულიანი შენობიდან კი მოედანზე ერთ ტონამდე ფერად ფურცელებს გაფანტავენ.

ეს საახალწლო ტრადიცია ნიუ იორკში 1907 წელს დამკვიდრდა და მას შემდეგ სანახაობა ყოველ წელს იმართება. ახალი წლის ღამეს ნიუ იორკის თაიმ სკვერზე მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან.

დღის ამბები