07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
პოლონეთი რუსეთისგან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის უცნობი ჩანაწერების გადაცემას ითხოვს

პოლონეთი რუსეთისგან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის უცნობი ჩანაწერების გადაცემას ითხოვს. ოფიციალური ვარშავისთვის ამ დრომდე უცნობია ბორტის ის ჩანაწერები, რომელზეც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პუტინის განაცხადებით მას წაკითხული აქვს გაშიფრული მასალა, სადაც ტუ 154-ის კაპიტანს პრეზიდენტის დაცვის წევრი თვითმფრინავის დაჯდომას სთხოვდა. პოლონეთი ეჭვობს, რომ მოსკოვმა მათ ან ყალბი სტენოგრამები გადასცა, ან პუტინს სურს მსოფლიო შეცდომაში შეიყვანოს.

დღის ამბები