07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ჰოლივუდის ვარსკვლავი დები რეინოლდსი გარდაიცვალა

ჰოლივუდის ვარსკვლავი დები რეინოლდსი შვილის გარდაცვალებიდან მეორე დღეს გულის შეტევით დაიღუპა.

84 წლის მსახიობი ლოს-ანჯელესის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

გავრცელებული ცნობით, დები რეინოლდსი ბიჭის სახლში იმყოფებოდა და ქალიშვილის, კერი ფიშერის, დაკრძალვის ცერემონიის დეტალებს განიხილავდა. შეუძლოდ ის სწორედ ამ დროს გახდა.

დები რეინოლდსი უამრავ ფილმში მონაწილეობდა და ოსკარზეც იყო წარდგენილი.

მის ქალიშვილს, ასევე ცნობილ მსახიობს კერი ფიშერს კი პოპულარობა ვარსკვლავურ ომებში შესრულებულმა როლმა მოუტანა. ის ორი დღის წინ ასევე გულის შეტევით დაიღუპა.

დღის ამბები