07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკების შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა

სომხეთი აზერბაიჯანს დივერსიაში ადანაშაულებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სოფელ ჩინართან დივერსიის მოწყობა სცადეს, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

უწყების ინფორმაციით, შეტაკების შედეგად მათ სამი ჯარისკაცი დაკარგეს, აზერბაიჯანელების მხრიდან კი ერთი სამხედრო დაიღუპა.

საზღვართან მომხდარი ბრძოლის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას აზერბაიჯანი არ ადასტურებს, თუმცა ირწმუნება, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 39-ჯერ დაირღვა.

დღის ამბები