07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
ირანის მასშტაბური სამხედრო წვრთნა სპარსეთის ყურეში

სპარსეთის ყურეში ირანი მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებს. სწავლების მიზანი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.

ირანის ხელისუფლებამ უკვე გაავრცელა გაფრთხილება და უცხო ქვეყნის სადაზვერვო თვითმფრინავებს მოუწოდა, წვრთნის ზონაში საჰაერო სივრცეს არ მიუახლოვდნენ.

სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, თუ გაფრთხილებას არ გაითვალისიწინებენ, ისინი შესაბამისად იმოქმედებენ.

დღის ამბები