07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
რუსული მხარე მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად იმუშაოს

რუსული მხარე მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად იმუშაოს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა.

მისივე თქმით, ამ საკითხში პოზიტიური ტენდენცია 2017 წელს უნდა გამყარდეს.

"ვლადიმერ პუტინმა გარკვევით თქვა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება გამორიცხული არ არის, ჩვენც მზად ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთობლივი მუშაობისთვის,"- აცხადებს გრიგორი კარასინი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, წლის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე ილაპარაკა.

დღის ამბები