07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
სირია შესაძლოა გავლენის სფეროებად დაიყოს

დასავლური მედია სირიის გავლენის სფეროებად დაყოფის გეგმის შესახებ წერს.

სააგენტო როიტერის ცნობით, შეთანხმება ამის შესახებ შესაძლოა რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის გაფორმდეს.

გარიგების თანახმად, სირია რეგიონული გავლენის ზონებად დაიყოფა, ბაშარ ასადი კი ხელისუფლების სათავეში შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი დარჩეს. მისი ბედი მოლაპარაკებების საბოლოო შედეგზე იქნება დამოკიდებული.

პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა გავრცელებული ცნობა, რომ მოსკოვი და ანკარა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე შეთანხმდნენ.

ზავი ყველა იმ რაიონს მოიცავს, სადაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციურ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

დღის ამბები