07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
საბერძნეთის დედაქალაქში უჩვეულო დიდთოვლობაა

საბერძნეთის დედაქალაქში უჩვეულო დიდთოვლობაა. ბოლო რამდენიმე წელია ათენში თოვლი არ მოსულა.

მიუხედავად იმისა, რომ ყინვა არ არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც შეფერხებით მოძრაობს.

შეზღუდულად მუშაობს ათენის მეტროც. თუმცა ავიარეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება. დიდთოვლობამ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა მთიანი რეგიონების მოსახლეობას.

შტორმის გამო კუნძულებს შორის საბორნე მიმოსვლა შეაჩერეს.

დღის ამბები