07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
წყალდიდობა თურქეთში - სტიქიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

გადაუღებელ წვიმებს თურქეთის სამხრეთ რეგიონებში მასშტაბური წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი მერსინი დააზარალა, სადაც, ქუჩებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიც დაიტბორა.

არის მსხვერპლიც. გავრცელებული ცნობით, წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები