07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
ობამას უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გამოაძევეს

მსოფლიო მედიის მთავარი თემა ობამას ადმინისტრაციის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა რუსეთის ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით. შეერთებულმა შტატებმა 35 რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან და პირველად გაასაჯაროვა გვარები, რომლებიც სანქციების სიას დაემატა.

ობამა ჰაკერულ თავდასხმებში რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვას შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეხმიანება. მისი თქმით, დროა მოსკოვმა და ვაშინგტონმა გადალახონ უთანხმოება და განაგრძონ სვლა უკეთესი მიზნებისა და წარმატებისკენ.

დღის ამბები