07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
"არაპროგნოზირებადი აგრესია" - რუსეთი აშშ-ის სანქციებს პასუხობს

ოფიციალური მოსკოვის პირველი შეფასებები შეერთებული შტატების სანქციებზე. კრემლის პრეს მდივნის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება და როგორი იქნება საპასუხო ნაბიჯი, ამას პირადად ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს.

მისი თქმით, "ეს არაპროგნოზირებადი აგრესიაა".

პარალელურად CNN ავრცელებს იფორმაციას, რომ 35 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ მოსკოვში უკვე დაიხურა ანგლო-ამერიკული სკოლა, რომელიც 1949 წლიდან შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და კანადის საელჩოების პატრონაჟით არსებობდა.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადების გავრცელება დღეისთვის იგეგმება.

დღის ამბები