07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალურად ამოქმედებიდან თითქმის 8 საათი გავიდა

თითქმის 8 საათი გავიდა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალურად ამოქმედებიდან. მიღწეული შეთანხმების შემდეგ პრეზიდენტი ასადი ევროპის პარლამენტისა და რუსეთის საელჩოს დელეგაციებს შეხვდა.

მას კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია, თუმცა ასადის პოზიცია რუსეთმა გააჟღერა. მოსკოვის განცხადებით, სირიის ხელისუფლება მზად არის დაიცვას ზავის პირობები, რაზეც ასადმა ტელეფონით ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრა.

ცეცხლის შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმაც. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ეს ისტორიული შანსია, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება.

დღის ამბები