07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
კიბერ თავდასხმებთან კავშირი - 35 დიპლომატს აშშ-ის დასატოვებლად 72 საათი აქვს

შეერთებული შტატები ქვეყნიდან რუსეთის 35 დიპლომატს აძევებს. მათ ქვენის დასატოვებლად 72 საათი აქვთ. მიზეზად კიბერ თავდასხმებთან მათი კავშირი სახელდება. გარდა ამისა, თეთრმა სახლმა სანქციები დაუწესა რუსეთის 4 მოქალაქეს და 5 ორგანიზაციას.

მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს - გრუს და უშიშროების ფედერალურ სამსახურს - FCB-ს. დაიხურა ორი რუსული შტაბი მერილენდსა და ნიუ იორკში, საიდანაც რუსი აგენტები დაზვერვით ოპერაციებს ახორციელებდნენ.

გასაჯაროვდა ორი ადამიანის ვინაობაც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ჰაკერულ თავდასხმებში - ევგენი ბოგაჩოვი და ალექსეი ბელანი სანქციების სიაში მოხვდნენ და ორივე შეერთებული შტატების ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს მიერ იძებნება.

დღის ამბები