07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
უკრაინა კიბერ თავდასხმებში რუსეთს ადანაშაულებს

კიბერ თავდასხმებში რუსეთს უკრაინაც ადანაშაულებს. ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურები რუსი ჰაკერების სამიზნე 6500-ჯერ გახდა, რაც ადასტურებს, რომ რუსეთის სპეცსამსახური უკრაინის წინააღმდეგ კიბერ ომს აწარმოებს.

დეკემბერში ჰაკერებმა შეტევა განახორციელეს ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებზე, ასევე გატეხეს სახელმწიფო ხაზინის სერვერი და კიევის ჰიდროელექტროსადგურის სერვერი, რის გამოც დედაქალაქს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

დღის ამბები