07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
სანქციები რუსეთისთვის - ამერიკელი სენატორები ობამას ადმინისტრაციის ქმედებას დაგვიანებულს უწოდებენ

ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვითარების გასარკვევად მომავალ კვირას დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდება.

დონალდ ტრამპის მრჩეველმა კი, ობამას ადმინისტრაციის ქმედება არჩეული პრეზიდენტის ჩიხში მოქცევის მცდელობად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯები ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების ჩარჩოებს სცდება.

ამერიკელი სენატორები კი აცხადებენ, რომ ობამას ადმინისტრაციის ქმედება დაგვიანებული და არასაკმარისია.

დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები მომდევნო ნაბიჯებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილების გასამყარებლად, სანქციების გაფართოება უკვე საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს.

დღის ამბები