07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის შეთავაზება არ მიიღო

ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის შეთავაზება არ მიიღო.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ქვეყნიდან არცერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებენ.

თუმცა კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვლადიმერ პუტინი ამერიკელთა სანქციებს პროვოკაციად აფასებს და მიიჩნევს, რომ ზომების მიზანი მიზანი რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების განადგურებაა.

დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში მომხდარს ანტირუსული აგონია უწოდა.

შეერთებული შტატებიდან 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ უპრეცედენტო გადაწყვეტილება ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო მიიღო.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გაასაჯაროვა ორი პირის ვინაობაც, რომლებიც კიბერთავდასხმებს ახორციელებდნენ.

დონალდ ტრამპი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ტვიტერის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ვითარებაში გასარკვევად სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს.

დღის ამბები