07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
დიპლომატიური სკანდალი აშშ-სა და რუსეთს შორის

ბარაკ ობამა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე მოსკოვს ხისტი გადაწყვეტილებებით პასუხობს. ვაშინგტონზე ​კიბერშეტავას და არჩევნების პროცესში ჩარევას რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება მოჰყვა. 35 დიპლომატს 72 საათი აქვს ქვეყნის დასატოვებლად. 

აშშ-სა და რუსეთს შორის ბოლო დიპლომატიური სკანდალის კულმინაცია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება იყო. რუსეთის პრეზიდენტი რუსი დიპლომატების აშშ-დან გაძევებას ამერიკელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებითვე არ პასუხობს და ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებას დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შემდეგ შეეცდება. 

მკვეთრი განცხადებები გაკეთდა სოციალურ ქსელებში რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან. ლავროვის უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ობამას ადმინისტრაცია "გაბოროტებულთა გუნდად," დიმიტრი მედვედევმა კი "ანტირუსულ აგონიაში მყოფებად" მოიხსენია.

დონალდ ტრამპი, რომელიც არასდროს ეთანხმებოდა დაზვერვის სამსახურის განცხადებებს კიბერთავდასხმებთან რუსეთის უშუალო კავშირის შესახებ, ობამას გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ სწორედ ამ უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

ამერიკელი სენატორები კი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვენ.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

 

დღის ამბები