07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ტერორისტული საფრთხის გამო ევროპაში წინასაახალწლოდ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ

ტერორისტული საფრთხის გამო ევროპაში წინასაახალწლოდ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ. ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ საახალწლო ღონისძიებებზე მისულ ხალხს შეიარაღებული ძალოვანები დაიცავენ.

ბერლინის მთავარ მოედანზე, სადაც ახალი წლის დადგომას გრანდიოზული კონცერტით და ფოიერვერკით აღნიშნავენ, ლითონის ბარიერები ააგეს და უსაფრთხოების დამატებითი კამერები დაამონტაჟეს.

ანალოგიურ ზომებს ბელგიის მთავრობამაც მიმართა. ბრიუსელის საშობაო ბაზრობას და მთავარი მოედანს, სადაც საახალწლო კონცერტი იგეგმება, სამხედროები იცავენ.



დღის ამბები