07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 30 ადამიანი დააკავეს

თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 30 ადამიანი დააკავეს.

სპეცოპერაცია ავიაციის გამოყენებით პროვინცია ადანაში ჩატარდა, სადაც ბოლო დღეებში სამხედროებსა და რადიკალ ისლამისტებს შორის შეტაკებები გახშირდა.

ძალოვანების ინფორმაციით, ყველა დაკავებული ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

ISIS-ის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარეს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაშიც.

თურქეთის ავიაციამ და არტილერიამ ტერორისტების პოზიციები ქალაქ ელ-ბაბთან დაბომბეს. იერიშებს 26 ტერორისტი ემსხვერპლა.

დღის ამბები