07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ნიუ იორკში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს - ტაიმ სკვერზე მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან

ნიუ იორკში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ტაიმ სკვერზე, სადაც მთავარი საახალწლო შოუ უნდა გაიმართოს, მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან.

ხალხის წინაშე ცნობილი მუსიკოსები წარდგებიან, 2017 წლის პირველივე წამს კი მოედანზე გიგანტურ ბროლის ბურთს დაუშვებენ და ერთ ტონაზე მეტ ფერად ფურცელს გაფანტავენ.

ცუდი ამინდის მიუხედავად, ტაიმ სკვერზე რეპეტიციები იმართება. ორგანიზატორებმა გიგანტური ბურთის საცდელი დაშვებაც განახორციელეს და განაცხადეს, რომ საახალწლო შოუსთვის უკვე ყველაფერი მზად არის.

დღის ამბები