07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ავსტრალიელები ორ საათში ახალ წელს იზეიმებენ - უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები სიდნეიში

ორ საათში ახალი წლის დადგომას იზეიმებენ ავსტრალიელები. მთავარი საახალწლო ღონისძიებები სიდნეიში, მელბურნსა და კანბერაში იგეგმება. სამივე ქალაქი 2017 წლის დადგომას გრანდიოზული კონცერტებით და ფოიერვერკებით აღნიშნავს.

თუმცა, ყველაზე მასშტაბური შოუ ტრადიციულად სიდნეიში შედგება. აქ 7 ტონამდე ფოიერვერკს გაუშვებენ.

ორგანიზატორები შოუზე მილიონ ნახევარზე მეტ ადამიანს ელოდებიან. ხალხის დასაცავად ძალოვანი უწყებები უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ. ანტიტერორისტულმა სამსახურმა რეიდებიც ჩაატარა და ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავა.

აეროპორტში 40 წლის მამაკაცი აიყვანეს, რომელიც სიდნეის ოპერის სახლთან ფოიერვერკის დროს ტერაქტის მოწყობით იმუქრებოდა.

დღის ამბები