07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
წინასაახალწლოდ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

წინასაახალწლოდ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. შეთანხმებას ზავის შესახებ, რომელიც რუსეთის თურქეთისა და ირანის შუამდგომლობით გაფორმდა, მოსკოვის ინფორმაციით, 1000-ზე მეტი დასახლებული რეგიონი შეუერთდა.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთ რაიონში სროლისა და აფეთქებების ხმა მაინც ისმის.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებას მიესალმება ევროკავშირი.

ფედერიკა მოგერინის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედება სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისა და გაეროს ეგიდით მოლაპარაკების დაწყების პროცესს შეუწყობს ხელს.

დღის ამბები