07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ახალ ზელანდიაში 2017 წელი რამდენიმე წუთის წინ დადგა

ამ წუთებში 2017 წლის დადგომას ზეიმობენ ახალ ზელანდიაში. ახალი წელი იქ რამდენიმე წამის წინ დადგა. ოკლენდის ცა გრანდიოზულმა ფოიერვერკმა გაანათა, რომელიც სქაი ტაუერიდან გაუშვეს. ცათამბჯენთან, რომელიც სასტუმროს მაღაზიებსა და ბარ-რესტორნებს მოიცავს, ათი ათასობით ადამიანია შეკრებილი და გრანდიოზულ ფოიერვერკს ადევნებს თვალს.

2017 წლის დადგომა უკვე იზეიმეს კირიტიბატის კუნძულების მცხოვრებლებმა და ტონგას ქალაქ ნუკუა-ლუფას მოსახლეობამ. საათის სარტყელის მიხედვით, ახალი წელი ყველაზე ადრე შობის კუნძულებზე დგება.

2017 წელი იქ ზუსტად ერთი საათის წინ დადგა. 15 წუთის შემდეგ კი ახალი წლის დადგომა - ახალი ზელანდიის ჩატამის კუნძულების მცხოვრებლებმა აღნიშნეს. ერთ საათში 2017 წლის დადგომას კამჩატკაზე, ფიჯის კუნძულებზე ნაურუსა და ტუვალუში იზეიმებენ.

დღის ამბები