07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
გაეროს გენერალურ მდივანს უფლებამოსილების ვადა ეწურება

2016 წლის დასრულებასთან ერთად უფლებამოსილების ვადა ეწურება პან გი მუნს. გაეროს გენერალური მდივნის სტატუსით კორეელმა დიპლომატმა ორგანიზაციის შტაბბინაში ბოლო შეხვედრა გამართა და კოლეგებს გამოემშვიდობა.

პან გი მუნმა აკრედიტებულ დიპლომატებს და გაეროს პერსონალს სიტყვით მიმართა და იხუმრა კიდეც. მან განაცხადა, რომ თავს კონკიად გრძნობს, რადგან მისი ცხოვრება ზუსტად შუაღამისას შეიცვლება.

პან გი მუნი გაეროს გენერალური მდივნის პოსტს ორი ვადით იკავებდა. მას ამ თანამდებობაზე ხვალიდან პორტუგალიელი ანტონიო გუტერესი ჩაანაცვლებს.

თავად კორეელი დიპლომატი კი პოლიტიკურ კარიერას სამშობლოში გააგრძელებს და სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასაც არ გამორიცხავს.

დღის ამბები