07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე პირველი იანვარია

2017 წლის დადგომამდე 3 საათზე ნაკლები რჩება, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე პირველი იანვარია. ამ წუთებში ახალ წელს ინდონეზიაში ზეიმობენ. ყველაზე პირველებმა კი დროის სარტყელის მიხედვით 2017 წლის დადგომა კირი-ტიმატის კუნძულის და ტონგას მოსახლეობამ იზეიმა.

ზუსტად ერთ საათში ახალი წელი ახალ ზელანდიელებმა აღნიშნეს. მთავარი სანახაობა ოკლენდში გაიმართა.

ყველაზე მასშტაბური სანახაობით 2017 წელს ტრადიციულად ავსტრალიელები შეხვდნენ. როგორც ყოველთვის, სიდნეიში ფოიერვერკების ყველაზე შთამბეჭდავი შოუ გაიმართა. 

ავსტრალიელების შემდეგ 2017 წელი იაპონელებმა იზეიმეს.  მთავარი საახალწლო სანახაობა ტრადიციულად ტოკიოში მოეწყო. იაპონელი ბუდისტები კი ახალ წელს ზარების რეკვით შეხვდნენ.  

ფოიერვერკების გრანდიოზული შოუთი შეხვდნენ ახალ წელს ჩრდილო კორეაში. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო საახალწლო სანახაობა, რომელიც ჰონგ-კონგში, დაახლოებით, ერთი საათის წინ დასრულდა.

 

 

ავტორი: თეა თეთრაშვილი

 

დღის ამბები