09 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
ტაიფუნი იაპონიაში

იაპონიაში უკვე მეორე დღეა ტაიფუნი მძვინვარებს. სტიქიამ ტოკიოს გვერდი აუარა და სამხრეთ რეგიონები დააზარალა. მძიმე ვითარებაა ოკინავას სამხედრო ბაზაზე. სადაც ძლიერმა ტალღებმა სამი ამერიკელი ჯარისკაცი გაიტაცა. ერთის ცხედარი უკვე ნაპოვნია, სამაშველო სამსახურები 2 დაკარგულ ჯარისკაცს ამ დრომდე ეძებენ.

იაპონიაში ქარის სიჩქარე 200 მეტრ/წამს აღემატება. სტიქიის გამო გადადებულია ავიარეისები და იწყება ევაკუაცია. 200-მდე ოჯახი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსალოდნელი ევაკუაციის შესახებ უკვე გააფრთხილეს. დახურულია საავტომობილო ქარხანაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები