09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
სტოკჰოლმში ნობელის კვირეული იწყება

დღეს, 6 ოქტომბრიდან სტოკჰოლმში ნობელის კვირეული იწყება. წლის პირველ ლაურეატს ნობელის კომიტეტი დღეს მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში გამოავლენს. ხვალ კი გამარჯვებულ ქიმიკოსს დაასახელებენ.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა 10 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ტრადიციულად, წარდგენილი კანდიდატების სია 200-ს აჭარბებს, მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგნელი კეტრინ ეშტონი, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ამერიკელი აგენტი ედვარდ სნოუდენი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები